სამცხე-ჯავახეთი
ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ივლისი 2020
ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 03.07.2020
ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტი, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე უფასოდ მოემსახურება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს. 6, 7, 8, 9, 10, 11 ივლისს მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ბორჯომის ცენტრალური მოედნიდან, დილის 7 საათზე გავლენ. შემდეგი დღეების განრიგის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურს ეკუთვნის.[sknews.ge]