უპრეცედენტოდ შემაძრწუნებელი ფაქტი დაფიქსირდა აფრიკის კონტინენტზე, ბოტსვანაში, სადაც 2 თვის განმავლობაში ასეულობით სპილო მოკვდა გაურკვეველი მიზეზებით. პროფესორი ნეილ მაკკენის თქმით, მაისის დასაწყისიდან სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს რომ 350-ზე მეტი სპილო გარდაიცვალა, რომელთა გარდაცვლილი ლეში აღმოჩენილი იქნა წყლის ე.წ გუბურებთან.
მთავრობის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია მიზეზი თუ რატომ იხოცებიან გამუდმებით ცხოველები. ლაბორატორიაში უკვე რამდენიმე კვირაა ადგენენ მიზეზებს თუ რას შეიძლებოდა მოეკლა სპილოები.
ბოტსვანაში აფრიკის კონტინენტზე სპილოთა საერთო რაოდენობის მესამედია თავმოყრილი. მეცნიერების თქმით, ასეთ მოკლედ დროში მსგავსი მასშტაბის ცხოველთა სიკვდილიანობა გამორიცხულია, გვალვას გამოწევია. სიკვდილის გამომწვევი ფაქტორი კი შესაძლოა ცხოველთა მოწამვლაც კი იყოს, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული მიზეზი ამ დრომდე არ არსებობს.