შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თანამოაზრეებთან ერთად პარტია დატოვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2020

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვასილ კობიაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად პარტია დატოვა.

ვასილ კობიაშვილი ორგანიზაციიდან მისი გუნდის წასვლის მიზეზად, მიუღებელ საკადრო გადაწყვეტილებებს ასახელებს და განმარტავს, რომ გაერთიანება ასცდა იმ ღირებულებებს, რისთვისაც ისინი “ლელოს” შეუერთდნენ.

,,წამოვედით ხუთი ადამიანი, მათ შორის, ჩემი მოადგილე. ორი თეთრისთვის ზნეობრივ კომპრომისზე არ წავიდოდით. ჩვენთვის მიუღებელი იყო ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებები. ის ღირებულებები, რისთვისაც “ლელოს” შევუერთდით, სხვა რამემ ჩაანაცვლა”,– განაცხადა განაცხადა კობიაშვილმა.

ვასილ კობიაშვილი პროფესიით ექიმია. იგი პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მისი საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბების დღიდან დასახელდა.

რამდენიმე დღის წინ კი, პოლიტიკური გართიანება “ლელო საქართველოსთვის” რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, გელა გელაშვილი დაინიშნა. გელაშვილი სხვადასხვა დროს “ეროვნული ფორუმისა” და ” შენების მოძრაობის” წევრი იყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია