შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რვა იანვრიდან სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდები იწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირწმუნებიან, რომ ბაზები, სადაც სტუდენტების ნაშრომები შეინახება საიმედოდაა დაცული.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 დეკემბერი 2018
„ბაზები სავაზღვიეთ, ერთი და იგივე ტესტები რამდენიმე ადგილზე შევინახეთ. სარეზერვოც გვაქვს. გამოცდების პერიოდში გაუთვალიწინებელი რამ რომ მოხდეს, ოპერატიულად შეგვიძლია რამდენიმე წუთში გადავრთოთ ერთიდან მეორე მესხიერებაზე“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი.მიმდინარე წლის 19 იანვარს უნივერსიტეტში სერვერი დაიწვა, რის გამოც ასობით სტუდენტს გამოცდის ჩაბარება ხელახლა, წერილობით მოუწია.გამოცდებთან დაკავშირებით, შემდეგი ინციდენტი 26 ივნისს მოხდა. ამ დროს შტრიხკოდების დაზიანების გამო, სტუდენტების ხელით დაწერილი ნაშრომების იდენტიფიცირება ვეღარ ხდებოდა. „ამაზეც ვიზრუნეთ და წელს სტუდენტი იმ ფურცელზე რომელზეც გამოცდას წერს, ზედა კუთხეში დააწერს სახელსა და გვარს, ამ ნაწილს გადავკეცავთ და ზევიდან დავაკრავთ შტრიხ კოდს. თუ რაიმე მოხდა და კოდი დაზიანდა, კომისიური წესით მოვხსნით მას და დავადგენთ ნაშრომი ვისი დაწერილია“, – ამბობს ახალკაცი. 2019 წლის იანვარში გამოცდებს 1500–მდე სტუდენტი ჩააბარებს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია