შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2020
სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.07.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ხუთი დღის განმავლობაში უმეტესად წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. სინოპტიკოსები ორი დღის განმავლობაში სეტყვას პროგნოზირებენ. დღეს, 6 ივლისს სამცხე–ჯავახეთში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში დღისით ჰაერი +34, +36 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია +11, +13 გრადუსი.დღის განმავლობაში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +9, +11 გრადუსი იქნება. 7 და 8 ივლისს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს, დღისით +30, +32 გრადუსამდე შემცირდება. ღამით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +13 გრადუსი შენარჩუნდება. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +22, +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით მოსალოდნელია +8, +10 გრადუსი.9 და 10 ივლისს მთელს რეგიონში დღის განმავლობაში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვას ვარაუდობენ. ხანოკლე წვიმა და ელჭექი იქნება ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი მაღალ მთაში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო ღამით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. 11 ივლისიდან სამცხე–ჯავახეთში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. [ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია