გურია
ათენი, ვარშავა, ბარსელონა, რომი, პარიზი — ივლისში სპეცრეისებს Wizz Air და Myway Airlines შეასრულებენ
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
06 ივლისი 2020
პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ივლისში Wizz Air და Myway Airlines სპეციალურ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად. მისი თქმით, განრიგი შემდეგია:
- 13 ივლისი — ვარშავა;
- 15 ივლისი — ბარსელონა;
- 17 ივლისი — რომი;
- 22 ივლისი — პარიზი;
- 28 ივლისი — ათენი.
სპეცრეისზე ბილეთის ფასი ისევ 200 ევრო იქნება და კომპანიას გაზრდის უფლება არ აქვს.