გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება ბავშვებს აკარგვინებს ერთ წელს" - შაშკინი იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდებზე არ დაუშვეს, გამოცდების ალტერნატიული თარიღის ჩანიშვნას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2020

ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა, ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ენმ გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ როგორც საგამოცდო თარიღები, ასევე ადგილმდებარეობაც.

„დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე აბიტურიენტი, ტემპერატურის გამო, საგამოცდო ცენტრებში არ დაუშვეს. ასეთი ბავშვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ არაფერს არ ეუბნება მოსახლეობას, და ამ ბავშვებს აკარგვინებენ 1 წელს.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ გამოაცხადოს ალტერნატიული თარიღები ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობის მიზეზების გამო გამოცდაზე არ იქნა დაშვებული. ესაა მარტივად გასაკეთებელი. აგვისტოში შესალებელია ალტერნატიული თარიღის განსაზღვა.

ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რასაც განათლების სისტემაში გავაკეთებთ, ესაა საგამოცდო სისტემის რეფორმირება და ისეთის შექმნა, რომელიც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს ერთიანი ეროვნული გამოცდები სწელიწადში სამჯერ ჩააბარონ. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ გამოასწორონ თავიანთი შედეგი და თვითონ აირჩიონ როგორც დრო, ასევე დგილი გამოცდებისთვის.“- აცხადებს შაშკინი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია