გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიკო ივანიშვილის კომპანია ძიმითის შემდეგ სილაურიდანაც გამოაძევეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2020

კომპანია "სამი ძმები", რომლის უკანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი დგას, დღეს ოზურგეთის რაიონის მდინარე სუფსისპირა სოფელ სილაურის მოსახლეობამ, ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ამხილა და სოფლიდან გამოაძევა

ადგილობრივები აცხადებენ, რომ "სამი ძმების" მიერ განხორციელებული უნებართვო სამუშაოები საფრთხეს უქმნის სოფელს, ანადგურებს სუფსის ხეობას და ასევე სოფლის მაცხოვრებელთა საყანე ფართობებს გაქრობით ემუქრება.

მოსახლეობამ დღეს მდინარიდან კომპანიის ტექნიკა გამოაძევა და სამუშაოების განახლების შემთხვევაში ადგილობრივები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან

სილაური მეორე სოფელია სადიანაც  კომპანია "სამი ძმები" გამოაძევეს.

ერთი თვის წინ მასშტაბური აქცია იყო სუფსისპირა სოფელ ძიმითში, სადაც ეს კომპანია ასევე უნებართვოდ, სხვის კუთვნილ მიწებზე იყო შეჭრილი და ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებას აწარმოებდა.

 

ზურაბ დარჩია  ადგილობრივი: - მუშაობდა ფირმა „ნატა“, რომელმაც მისი საკმარისი მადანი აიღო, შემდეგ ვიღაცას გადაუმისამართა და   დატოვა გაურკვეველ მდგომარეობაში.ააოხრა აქაურობა.  ხიდები ჩადგა.  დატოვა ის ხიდეები.  ადიდდა რავარცხა ერთხელ  მდინარე.  ხეები გეეჭექა და მდინარე შებრუნდა ყველა მხარეს. მოანგრია მოსასვლელი გზაც, იქ საძოვარი გვაქვს, საქონელიც ვერ გევიდა და ორი საქონელიც დაიხრჩვა. დაკარგა იმ ოჯახმა შემოსავლის წყარო. კაციშვილი მაშინ არავინ არ გამოჩნდა. დღეს ისევ ღამით მოვიდნენ, ისევ  „ნატა“-ს წარმომადგენლები ვართო, არვიცი ვინ არიენ.  ღამით ჩადგა  და აი, ხედავთ თქვენ, რამდენი მეტრო სიგრძეზე ამოიღეს,  3-4 მეტროზე ჩაყო, ალბათ, მეტზეც იყო  ჩასული, რადგან მდინარე არ ექანება, თითქოს ჭურჭელშია   ჩასხმული. ეს სპეციალისტებმა იცის. ვითხოვთ,  დახმარებას.   ამათ ამოსაღები აქვთ ძალიან ბევრი -- 400 ათასი კუბური მეტრი მასა.  ამას რომ ამოიღებენ, აი ტერიტორია უდაბნოდ გადეიქცევა. არც ყანები შეგვრჩება, სოფელში ჭები დაშრა. ვერ იმაგრებს მიწა წყალს, დამრეცია. ისეც,  ეს სოფლის ნაპირი მცოცავია, ეს დადგენილია. ფიზიკურად ჩანა, რომ მოსახლეობას დაბზარული, სამი მოსახლე დამეწყრილ  ზონაშიარის მოქცეული. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ისაა რომ თუ არსებობს  ზედამხევდელობა, რომ მოგვხედონ.   არასამთავროები გვერდში გვიდგანა, საყვედურს ვერ ვიტყვით, მადლობას მოვახსენებთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავწეროთ მთავრობის  მიმართ პეტიცია. პეტიციაში მოყანილი იქნება ყველა საკითხი.  მოვითხოვთ  შეჩერდეს მუშაობა. 7-8 ჰექტარი ფართობი  საყანე მიწაა წაღებულია. თუ არ შეაჩერეს მუშაობა, ერთ დღეს მთელი სოფელი გამოვალთ  და ჩავალთ.  ჩვენთან სოფელში  თბილისიდან, ბათუმიდან,   ყველა კუთხიდან ჩამოსულია ჩვენი სოფლის  შვილები, შვილიშვილები და მდინარეზე ვერ ჩამოდიან ამ თაკარა მზეში, რომ იბანაონ.

 

ნატო დარჩია ადგილობრივი: - ჩვენ აქ მოგვიყვანა, ჩვენი მდინარის შუაზე გაყოფამ, ჩვენი ყანების დაზიანებამ. რამოდენიმე წლის  უკანმოვარდა მდინარე და წაგვართვა ტერიტორიები. ველოდებით  რომე  ცოტა დალაბავს მდინარე. ცოტა გამევიწიეთ, რადგან დალაბა მდინარემ, კიდე ველოდებით. 3 ათასი მეტრო ყანიდან, 700 მეტრო  მაქ დარჩენილი. ახლა აქანე ჩამევიდნენ,გააკეთეს  ბარიერები თუ რაცხაა ხრეშით. მდინარეში ჩევიდენ, ჭებში წყლები არაა, ხეხილი ხმება, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. თავიდან არაფერი უკითხავთ და ახლა გვითხრენ ხალხთან გვინდა შეხვედრაო, ახლა როცა ყველაფერი გააკეთეს, მერე  დაგვიძახეს ჩვენ? მერე რა უნდა ვქნა მე, შევალ და „კაჭკით“ ჩავყრი მდინარეში, თუ  რას ვიზამ? ჩვენთვის ლიცენზიის გაცემისას, არავის არაფერი არ უკითხვას. არც მთავრობა მოსულა, არც უმცროსი და არც უფროსი. კი პაატა ჩამევიდა ჩვენი დეპუტატი დაგამგებელიც  და დაგვიდგენ გვერდში.იყო ერთი მუქრება და ერთი ამბავი,  მარა  აგენს ფეხებზე კიდია ხალხი. თუა ბატონო სადმე ამოსაღები  და ამოღება უნდათ  და  ლიცენზიაც აქვენ, რაღა მაინდამაინცყანის პირებს მოადგენ და  მთელი ღამე ხმაურობენ  „რახირუხი“ ბაღანას ვერ დააძინებ ლოგინში იმფერი ამბავია. აგი რაცხაა ქვას რომ ამტვრევენ, მთელი ღამე რახუნობს.  ჩვენ ველოდებით, რომ ან წავლენ  ან მთელი სოფელი ჩამოვალთ და  იმ ტექნიკას დავამფხობთ თავზე. ჯერ სასამართლოში შევიტანთ  და მერე ასე ვიზამთ.

 

ირმა გორდელაძე, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „ეკო“-ს  თავმჯდომარე:  კომპანია „სამი ძმა“, რომელიც გურიის მოსახლეობამ გამოუშვა რამოდენიმე ხნის უკან    სოფელ ძიმითიდან, ის უკვე სუფსაზე აპირებდა შემოსვლას. იგივე კომპანია „ნატა 2000“-ის დაყადაღებული ლიცენზიით  შემოსულია მდინარე  სუფსაზე. ერთი კვირაა ამ კომპანიებს დავსდევ და ვეუბნები, რომ იმ ვანდალიზმს, რასაც თქვენ აკეთებთ, ამის  დოკუმენტაცია  და უფლება არ გაგაჩნიათ მეთქი. გამოვიდა მოსახლეობაც, არ დაგვიჯერენ. ეხლა გაახსენდათ მოსახლეობა. ეხლა გაახსენდათ დოკუმენტაცია. არანაირი ნებართვა არ გააჩნიათ ამ ვანდალიზმთან დაკავშირებით. უნდა შეწყდეს უკანონო მოპოვება, აბსოლიტურად ყველა მდინარეზე და განსაკუთრებით სუფსაზე. იმიტომ, რომ ყველაზე დაჩაგრული მდინარე გურიაში არის  სუფსა.

_ ამბობენ, რომ ამ ყველაფრის უკან, ადიკო ივანიშვილი დგასო? 

მომისმინე აქეთ,  ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. სუფსა არის სილაურელების და ბაილეთლების და  კიდე კანონის,    კანონი არის უზენაესი.დანარჩენს ჩვენ არ ვცნობთ არავის.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია