გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილს სურს, ტელევიზიები ჯიბეში ჩაისვას - შეცვალე კომუნიკაციების კომისიასთან აქციას გამართავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2020

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. კომუნიკაციების კომისიის შენობასთან დღეს აქციას მოძრაობა „შეცვალე“ გამართავს.

 

მოძრაობის წარმომადგენლები ცვლილებების პროექტს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და მედიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებენ. აქტივისტები პარლამენტს მოუწოდებენ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შეაჩერონ.

„მოვითხოვთ, რომ ამ კანონპროექტს არ დაუჭირონ მხარი. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, რასაც ითხოვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. შემოვლით მაინც ცდილობენ, რომ სიტყვის თავისუფლება ჩაახშონ, ჟურნალისტებს შეუქმნან დისკომფორტი, რისი მაგალითიც წინა კვირაში უკვე გვქონდა facebook სტატუსების და გასული სიუჟეტების გამო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ატარებდნენ ადამიანებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო არ იქნება მშვიდი“, - განაცხადა  ნიკა ფარულავამ.

წარმოდგენილ ცვლილებებს ივანიშვილის დაკვეთად აფასებს კიდევ ერთი აქტივისტი, ტიტე გედენიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მმართველ გუნდს ამ კანონპროექტის მიღების უფლება არ მისცეს.

„პირდაპირი ჩარევაა მედიის თავისუფლებაში, ასევე სიტყვის თავისუფლებაში. ნურავის ეგონება, რომ ეს ბექაურის ინიციატივაა, ეს არის ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთა, რომ ჯიბეში ჩაისვას ყველა ტელევიზია. სამოქალაქო საზოგადოებამ ეს არ უნდა „გავუტაროთ“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ბევრი რამ გაუვათ და მივიღებთ ჩრდილოეთ კორეას საქართველოში. არ ვაპირებთ, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიცხოვროთ“, - განაცხადა გედენიძემ.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია