გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს გიორგი გაბუნია ჟურნალისტებზე თავდასხმის 2 წლის წინანდელ საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2020

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. საქმე ეხება 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გიორგი გაბუნიას და "რუსთავი 2"-ის მაშინდელ იურისტს თამთა მურადაშვილს თავს დაესხა აგრესიული მოქალაქეების ორგანიზებული ჯგუფი. შემთხვევის დროს გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ ავტომობილში, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

რამდენიმე პირს ბრალი ხულიგნობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აქვს წაყენებული. თუმცა მურადაშვილის აზრით, ამ პირებს ბრალი ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით უნდა გადაუკვალიფიცრონ. თავად გიორგი გაბუნიაც ამ მოსაზრებას ეთანხმება.

2 წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა ჩემი დაკითხვა, როდესაც მანქანაში მოხდა რუსთავი 2-ის წინ ჩემი დატყვევება იმ ადამიანენების მიერ, რომლებიც თვლიდნენ, რომ მე მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხვყავი. პირველად ვარ სასამართლოში, როგორც მოწმე. მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, აქ დანაშაული არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში. არ მიხარია, რომ ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ ეს საჭირო არ იყოს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დაუსჯელი დარჩეს ეს ფაქტი, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა და სხვებმაც, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი თავდასხმა სრულიად მიუღებელია, - ამბობს გიორგი გაბუნია. 

მისი თქმით, სასამართლოში საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს გონივრული სასჯელი უნდა დაეკისროთ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია