შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში კინოფესტივალის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს გიორგი ჭიღვარია გამოეხმაურა

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2018

ქუთაისში კინოფესტივალის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ქალაქის მერი გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, პროექტების გარკვეული ნაწილის იდენტურობამ  უხერხულობები გამოიწვია. ჭიღვარია ლევან ჭავჭანიძეს ფესტივალის ფარგლებში თანამშრომლობას სთავაზობს. 

"დღეს ქუთაისი კინოფორუმს მასპინძლობს. აღსანიშნავია და მისასალმებელია, რომ კინო ქუთაისში დაბრუნდა დიდი შესვენების შემდეგ. მინდა, მადლობა  ვუთხრა კინოცენტრს ჩართულობისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღის გამართვისთვის არ იშურებს ენერგიას. თუმცა არსებობს უხერხულობა, რომელიც წარმოიშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის იდეის ავტორთან დაკავშირებით.

ლევან ჭავჭანიძეს და პროექტის სხვა თანაავტორებს ჰქონდათ იდეა, რომელსაც მე არ ვიცნობდი. ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელსაც უნდა ქალაქის განვითარება, ჩემთვის მისასალმებელია. ვფიქრობ, მისთვისაც მნიშვნელოვანია ფესტივალის გამართვა ქალაქის კულტურული ცხოვრების გააქტიურება. ლევანს ვთავაზობთ, ფესტივალში ჩართვას და ორგანიზებას. თავის მხრივ, ყველა იცნობს თამთა თურმანიძეს, როგორც პროფესიონალს და საქმის მცოდნეს. აზრთა თანხვედრა შეიძლება მოხდეს. ამ უხერხულობის დასაძლევად ლევან ჭავჭანიძეს ვთავაზობთ თანამშრომლობას და ჩართულობას პროექტის განვითარებაში", -წერს გიორგი ჭიღვარია. 

მიმართვას გამოეხმაურა ლევან ჭავჭანიძე. მის თქმით, შეთავაზება მისასალმებელია და თვლის, რომ მერიის მხრიდან პრობლემის მოსაგვარებდლად გადადგმულია სწორი ნაბიჯი. თუმცა, რადგან ის ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, პროექტში ვერ ჩაერთვება.

"როგორც ჩვენი, ასევე მერიის მხრიდან გადადგმულია სწორი ნაბიჯები. ვინაიდან ჩემი მიზანი არ არის ხელისშეშლა რაიმე პროექტსა და ქალაქის განვითარებაში, მე მიყვარს ჩემი ქალაქი და ეს პროექტიც შესაძლებელია, საჭიროებისამებრ მოხმარდეს ქალაქს. მომავალში გადავწყვეტთ ერთობლივ პროექტს სხვა თანაავტორებთან ერთად", -განაცხადა ლევან წავჭანიძემ. 

შეგახსენებთ, კაფე-კინო "ბრაზერსის" მფლობელი მერიას პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია