შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შაქარაშვილის საქმე - Kebab House, რომელსაც შსს-მ ვერ მიაგნო, რუკაზე იძებნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2020

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა აუდიოჩანაწერი, როგორ რეკავს შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ში, ოპერატორს ეუბნება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და სწრაფად მივიდნენ. ბრეგვაძე ამბობს, რომ Kebab House-სთან იმალება, როგორც ის ოპერატორს ეუბნება, მისი მიგნება ტელეფონის ლოკაციის საშუალებითაც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, 112-დან ბრეგვაძეს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან Kebab House არ იძებნება.  

მეორე ზარისას ბრეგვაძე ოპერატორს შეტყობინების გაუქმებას სთხოვს, რადგან მანამ, სანამ შსს ადგილზე მივიდა, დაპირისპირება დასრულდა და ტერიტორია ყველამ დატოვა. 

"შეგიძლიათ, გააუქმოთ გადაცემა? მორჩა ყველაფერი, დაიშალა ყველა, წავიდნენ, რაღა აზრი აქვს ახლა რომ მოხვიდეთ", - ეუბნება ბრეგვაძე ოპერატორს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია