კახეთი
ჩუმლაყში ატმის შემსყიდველს კორონავირუსი დაუდასტურდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 ივლისი 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გამოვლენილი კორონავირუსით
ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია და ის საქართველოში სომხეთიდან,
29 ივნისს შემოვიდა. მას ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარდა და მხოლოდ,
მეოთხედ, psr მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა, კორონა ვირუსი
დაადასტურა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის,
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ ჩუმლაყში,
ერთ- ერთ სამაცივრე მეურნეობაში ცხოვრობდა და ამ ეტაპზე, მისი 15
კონტაქტია გამოვლენილი.
„ამ ეტაპზე, ინფიცირებული პირის 15- მდე კონტაქტია გამოვლენილი.
ეპიდემიოლოგები, ინფიცირებული პირის კონტაქტების შესწავლას კიდევ
აგრძელებენ და დღეს საღამოს ზუსტ რიცხვს დავასახელებთ.
მძღოლთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს, რომელსაც თვითიზოლაციის
შესაძლებლობა არ აქვს, კარანტინში გადაიყვანენ.“-განაცხადა
ხიზანიშვილმა
სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ამ ეტაპზე, უსიმპტომო პაციენტია და მას,
თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.