გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“აუხსნელია, რატომ უნდა ებრძოდეს გარდაცვლილის ბიძა იმათ, ვინც ჭირისუფლის მხარეზეა…” - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2020

ექსპერტი გია ხუხაშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გარდაცვლილის ბიძის მოქმედებებით გაკვირცებულია.

"ჩემთვის აუხსნელია, რატომ უნდა ებრძოდეს ხმალამოღებული გარდაცვლილის ბიძა იმათ, ვინც თუნდაც არასწორად, სპეკულაციურად, პოლიტიკური ინტერესით, მაგრამ მაინც ჭირისუფლის მხარეზეა. შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ამ დროს სპეკულაციაც კი სიმართლის დადგენის ინტერესზე მუშაობს, რადგან მამაძაღლობის შანსს არ უტოვებს სისტემას.
ბატონო ბიძა, შეიძლება ბევრ შეფასებაში დაგთანხმდებოდით კიდევაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ და მხოლოდ მერე ყველაფერი სხვა..."- წერს ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია