საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლას გამოეხმაურა:
"ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით."- წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა.