გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შაქარაშვილის საქმე - ფეხბურთელის ოჯახი "ქამრის" მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2020

ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაც კატეგორიული გახდა. მათ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ 19 წლის ფეხბურთელს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარე არაგვში ჩააგდეს. გარდაცვლილის ბიძა ამტკიცებს, რომ წყალში ჩაგდების დროს შაქარაშვილი ჯერ ისევ ცოცხალი იყო. 

რამდენი ადამიანი სცემდა გიორგი შაქარაშვილს, ჯერ დადგენილი არაა, თუმცა ოჯახს უკვე ჰყავს ბრალდებულთა წრე, რომელთა მიმართაც კვალიფიკაციის დამძიმებას ითხოვენ. ესენი არიან "ტოიოტა ქამრის" მგზავრები. საქმის მასალებით, გიორგი შაქარაშვილსა და სხვებს ბოლოს სწორედ ამ ავტომობილიდან გადმოსული ადამიანები მისდევდნენ. გამოძიებას ჯერ დადგენილი არ აქვს "ქამრის" ექვსი მგზავრიდან კონკრეტულად რომელი გაეკიდა 19 წლის ფეხბურთელს, სადამდე სდია და დაიჭირა თუ არა, თუმცა ოჯახი მანქანაში მყოფი ექვსივე პირის დასჯას ითხოვს. 

ლექსო კობაიძე "ქამრის" ორი მგზავრის, მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ინტერესებს იცავს. თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმება შეუძლებელია, რადგან გამოძიებას ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებს ჯერ ისიც არ დაუდგენიათ,  ჰქონდათ თუ არა "ქამრის" მგზავრებს შაქარაშვილთან პირდაპირი კონტაქტი და შეხება. 

ანალოგიური არგუმენტებით ბრალის დამძიმებას არ ელოდება ვახო ჩიქოვანის ადვოკატიც. ეს არის ახალგაზრდა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ შურისძიების მოტივით ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება მოახდინა და დამხმარეები თბილისიდან წაიყვანა. "ქამრიში" მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატი კი თვლის, რომ სავარაუდო მკვლელები გამოძიებამ სხვა ავტომობილების მგზავრებში უნდა ეძებოს, რომელიც შემთხვევის ადგილზე "ქამრის" შემდეგ მივიდნენ. 

დაღუპული შაქარაშვილის ოჯახს ამ ეტაპზე პრეტენზია არ აქვს "მერსედესის" მგზავრების მიმართ, რადგან საქმის მასალებითაც, ხიდზე მომხდარი პირველი ინცინდენტის შემდეგ, ისინი ტერიტორიიდან წავიდნენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, როგორ მოხდება მკვლელობის მუხლით ვინმეს დადანაშაულება, როცა საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვააა. 

ვის და რა მტკიცებულებების საფუძველზე დაუმძიმებენ ბრალს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. არ არის გამორიცხული, მანამდე საქმეში ახალი ფიგურანტებიც გამოჩნდნენ, ისინი ვისი მონაწელეობის შესახებაც დღემდე არაფერი ვიცოდით. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია