შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი ავარიაში მოყვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2020

გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი ავარიაში მოყვა

„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის ავტომობილს, რომელიც ცემენტმზიდს შეეჯახა, ამავე სამსახურის უფროსი მართავდა.

მას მუხლი აქვს დაზიანებული და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ცემენტმზიდის მძღოლი ირწმუნება მას საგზაო წესები არ დაურღვევია, საპატრულო ეკიპაჟი, მას ადანაშაულებს და სამაშველო სამსახურის უფროსის მხარეს იჭერს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე.

სამაშველო სამსახურის ავტომობილი ცემენტმზიდს დაეჯახა.

ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩაზე შემომავალ ცემენტმზიდს, სამაშველო სამსახურის ავტომანქანა დაეჯახა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია