შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეიძლება ნაცემ ბავშვს ჩააყოფინო თავი წყალში, დაახრჩო და გაატანო არაგვს - მირიან ნიკოლაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივლისი 2020

„შეიძლება ნაცემ ბავშვს ჩააყოფინო თავი წყალში, დაახრჩო და გაატანო არაგვს", - შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი აცხადებს, რომ ამ ვერსიას აქვს საფუძველი.

როგორც მირიან ნიკოლაძემ „პოლიტმეტრში“ განმარტა, წარმოუდგენელი იქნებოდა ფეხბურთელის ხიდის ქვეშ მოკვლა და შემდეგ ჩაყვანა სანაპიროზე - მისი აზრით, შაქარაშვილს სიცოცხლე სანაპიროზე მოუსპეს.

„ღამით, სიბნელეში მოუსპო სიცოცხლე ადამიანს ხიდის ქვეშ და მერე ჩაიყვანო ნაპირზე, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვი ცოცხალია და ისეა მოხვედრილი წყლის კალაპოტში. საფუძვლიანი არსებობის უფლება აქვს ვერსიას, რომ ჩაჰყვნენ, გაეკიდნენ და უკვე არაგვის სანაპიროზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს წყალს", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ექსპერტიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი - ასფიქსიით დახრჩობა - ასეთია კვლევის დასკვნა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე გადაკვალიფიცირდა და ბრალი დამძიმდა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია