ფაქტი არის ერთი რამ - საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ოპოზიცია კიდევ უფრო არასწორად იქცევა, ვიდრე ხელისუფლება; ამიტომაც გადამწყვეტ მომენტებში სასწორი მაინც ხელისუფლების მხარეს იხრება. ამ ყველაფერმა კი არაერთხელ ჩაშალა ბოლო წლებში ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა. ხელისუფლების შეცვლა კი აუცილებელია ქვეყნისთვის, სანამ ქართული ოცნება საბოლოოდ არ გამოგვითხრის ძირს. პარადოქსია, მაგრამ ოპოზიციამ იმაზე მეტ ხანს გაუხანგრძლივა ძალაუფლება ქართულ ოცნებას, ვიდრე შეიძლებოდა.