ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა დღეს თელავში გამართულ ინაგურაციას და მის პარალელურად მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად მიმავალი ოპოზიციისთვის, პოლიციის მხრიდან გადაკეტილ გზას აფასებს და წერს:
"პირველი სიტყვის" ისტორიული პასაჟები, რომელსაც სითბო არ გააჩნია. ამ დროს სიტყვა მართლაც მშვენიერი კონსტრუქციის იყო, არც თუ დასაწუნი შინაარსის. უბრალოდ, ტვ-ს მეორე ფანჯარა მნიშვნელოვნად აზიანებდა ამ ყველაფერს.
აქცენტები? ვერც აქცენტებს დაიწუნებდა კაცი. რუსეთი? აქაც თითქოს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტის და "პატრიოტული" მოტივებით განსჭვალული. კამპანიის დროს ეთქვა ამის ნახევარი.
მემკვიდრეობითობა? საშური! მხდალი პუბლიკა - ყველაზე მეტი ტაში სწორედ რომ სააკაშვილის ხსენებას უნდა მოყოლოდა. იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ ეს პოლიტიკური აქტი იყო და ის ტაშიც ასევე პოლიტიკური აქტი იქნებოდა. მოკლედ, პოლიტიკური გოიმები საკითხის სიღრმეს ვერ ჩასწვდნენ.
სტანდარტი - მშვენიერი, მაგრამ არა ლამაზი, არა თბილი. რატომ? მეორე ფანჯარა - ტვ-ში და ამ, "პირველ სიტყვამდე" გამოვლილი - დაჭმუჭნული გზა."