ოზურგეთის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მომსახურების ცენტრის ერთი თანამშრომელი სამუშაოს ასრულებს, დირექტორი და მოადგილე უკან მიყვება და შესრულებულ სამუაოს რევიზიას უტარებენ.
სულ მაინტერესებდა რაში სჭირდებოდა აღნიშნულ ცენტრს ამდენი განყოფილება, ამ განყოფილების უფროსები , თითო უფროსს მინიმუმ ორი მოადგიე და კიდევ ზემოდან დამატებული ათეულობით სპეციალისტი.
აგაშენათ ღმერთმა ძვლივს გავერკვია ვითარებაში, სამუშაოს ერთ შემსრულებელ პირზე თუ ორი დამკვირვებელი დირექტორი მოდის სამართლიანობისთვის უნდა ავღნიშნო, შტატების შემცირება კი არა გაზრდაა საჭირო განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების წინ."- წერს მჟავანაძე.