გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართველები არა იმდენად ეთიკური, არამედ ესთეტიური კულტურის ხალხი ვართ და გვაქვს რეაქცია სიმბოლოებზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივლისი 2020

"გავკადნიერდები და ცოტა ფილოსოფიურად ვიტყვი შენგელიას ცეესკაში გადასვლის ფაქტზე და მეტს აღარ ვიზამ. 

არაერთი კომენტარი შემხვდა იმის თაობაზე, რომ შენგელიაზე რატომ გაგვირთულდა, როდესაც ადრეც უთამაშიათ ამ კლუბში ქართველებს, მთელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რუსეთში თამაშობს, რუ ტურისტებს ვიღებთ, რუსეთში ვყიდით პროდუქტს, თელასი რუსებისაა და ა.შ.

საქმე ის გახლავთ რომ ქართველები ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა იმდენად ეთიკური, რამდენადაც ესთეტიური კულტურის ხალხი და, აქედან გამომდინარე, გვაქვს განსაკუთრებულად მგრძნობიარე რეაქცია სიმბოლოებზე, სიმბოლური დატვირთვის მქონე აქტებზე,

მაგალითად, მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეა რომ თბილისში მართავდა სხდომას თავისი გავრილოვით, ეს ყველასთვის ცნობილი იყო და თითო-ოროლა ოპოზიციონერის გარდა დიდად არც არავის გაუპროტესტებია, მაგრამ როგორც კი ბატონი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ამას რა მოჰყვა, ყველამ ვნახეთ. რატომ? იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომი ოკუპანტი წმინდა ესთეტიური სურათ-ხატია და ქართული სახელმწიფოებრობის ერთ-ერთი სიმბოლოს ხელყოფას უტოლდება. იგივე შენობაში სადმე სხვა დარბაზში რომ ჩატარებულიყო ეს შეხვედრა, ალბათ არც არაფერი მოხდება.

მსგავსი მაგალითების მოყვანა, როდესაც მასის მიერ ემოციების ამოფრქვევა ხდება სიმბოლური სურათ-ხატების გამო, კიდევ შეიძლება, იქნება ეს ცოცხის ეპიზოდი ციხის ცნობილი კადრებიდან თუ ანა სუბელიანის ცეკვა 9 აპრილის მემორიალზე. სხვათა შორის ქართველი ჰომოფობებისთვის ყველაზე დიდი საშინელება რომ იმდენად ერთნაირი სქესის ადამიანთა თანაცხოვრების დაკანონება კი არა, არამედ პრაიდის, ანუ ე. წ." გეი-პარადის" ჩატარებაა ქალაქში, ესეც ესთეტიური სიმბოლიზმის თუ სიმბოლიკური ესთეტიზმის თავისებური გამოვლინებაა, ჩემი მოკრძალებული აზრით.

თორნიკე შენგელიას ტრანსფერიც იმიტომ გახდა ასეთი რეზონანსული ამბავი, რომ ცეესკა ისტორიული ტრადიციით არის რუსეთის არმიის კლუბი და რუსული სამხედრო იმპერიალიზმის ერთგვარი სპორტული სიმბოლო. რეაქციაც არის შესაბამისი, ანუ მეტად თუ ნაკლებად ნეგატიური. რეალურად ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთისადმი სწორედ ასეთი სიმბოლოებზე რეაქციით მჟღავნდება და არა ვთქვათ რუსი ტურისტის თუ რუსული სიმღერის სიყვარულით.

რა მიზეზებითაა გაპირობებული ამგვარი ესთეტიზმი, ალბათ ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთები ვართ. არის ჩვენში რაღაც ანტიკური. "

დავით ზურაბიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია