ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს, (გაღმა დვაბზუში ტერიტორია, რამიშვილების უბანი) მოსახლეობის მოთხოვნით, აღდგენილ იქნა უბანში შემომავალი წყლის არხი საერთო სიგრძით 1 900 მეტრი.
აღნიშნული არხი,სამი ათეული წელია არ გაწმენდილა და შესაბამისად, წყალიც არ მიეწოდებოდა უბანს. გაჩერებული იყო ამ არხზე მომუშავე წისქვილი, ჭაში წყალი შრებოდა. ამ არხის გაწმენდით, წყალი უწყვეტ ნაკადად მოედინება.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ არხის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაზიანებული მილხიდის გამოცვლა.
უბნის მოსახლეობა მადლობას უხდის მერიის შესაბამის სამსახურს შესაბამისი ტექნიკით დახმარებისათვის და მუნიციპალიტეტის მერს თანადგომისა და გულისხმიერებისათვის.