შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მასწავლებლებმა უნდა გაიარონ პიროვნული განვითარების, ხოლო მთელმა საზოგადოებამ - მედიაწიგნიერების ტრენინგები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივლისი 2020

"ამას წინათ კომპეტენციაზე ვწერდი და დამოკიდებულება-ღირებულებას ანუ მესამე კატეგორიის ცოდნას ანუ ქმედით ცოდნას დიდი დატვირთვა, ფაქტობრივად უმაღლესი ქულა მივეცი.

ნამდვილად არ მგონია ეს წუნკალი ქალი მასწავლებელი იყოს, უფრო ტროლს ჰგავს და მასწავლებლების წინააღმდეგ ამხედრებს საზოგადოებას, მაგრამ თუ არის - სკოლამ უნდა გაუშვას.

მე უფრო საზოგადოების დამოკიდებულება მაფიქრებს. არავინ მალავს და საზოგადოებაც ადვილად ხვდება:

1.1. ჩვენ გვყავს კომპეტენტური მასწავლებლები, რომელთაც თანაბრად გააჩნიათ ცოდნაც, უნარებიც და დამოკიდებულებებიც.
1.2. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც აქვთ ცოდნაც და უნარებიც, მაგრამ ღირებულება ესმით ისე, როგორც მათ ასწავლეს 20 და მეტი წლის წინ.
1.3. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც აქვთ ცოდნა და არ აქვთ უნარები და ღირებულებები;
1.4. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც აქვთ უნარები, ნაკლები ცოდნა და საუკეთესო ღირებულებები;
1.5. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც აქვთ ღირებულებები და ესწრაფვიან, რომ ჰქონდეთ ცოდნა და უნარები;
1.6. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც აქვთ უნარები, მაგრამ არ აქვთ ცოდნა და ღირებულებები
1.7. ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომელთაც არცერთი არ აქვს და აქვს პრეტენზია იყოს მასწავლებელი;
და ასე დაუსრულებლად...

2.1. ჩვენ გვყავს დირექტორები, რომელთაც 1.7-ის გარდა ყველას დახმარება შეუძლიათ პროფესიონალის შესაქმნელად;
2.2. ჩვენ გვყავს დირექტორები, რომელთაც ჰა,ჰა 1.2-დან და ჰო, ჰო 1.5-მდე პროფესიონალის დასახმარებლად ჰყოფნით ნერვები;
2.3. ჩვენ გვყავს დირექტორები, რომლებსაც 1.5-დან 1.7-მდე - ძლივს ჰყოფნით ნერვები;
2.4. ჩვენ გვყავს დირექტორები, რომელთაც დაწყვეტაზე აქვთ ნერვები1.7-ის გამო;
2.5. ჩვენ გვყავს დირექტორები(საბედნიეროდ, ძალიან ცოტა), რომელთაც ფეხზე ჰკიდიათ 1.1-დან 1.7-ის ჩათვლით, ვინ პროფესიონალია და ვინ მაო ძედუნი.

შევთანხმდეთ:
ადამიანების ნათელ ხატს, სრულ ფსიქიკას, ჩამოყალიბებულ აზროვნებას, მორალსა და ზნეობას, ღირებულებას, ჯანსაღ დამოკიდებულებას მარტო მასწავლებელი არ ჰქმნის.

ოჯახს უზარმაზარი დატვირთვა აქვს, მერე სკოლას, საზოგადოებას და ყველა სხვა ინსტიტუციას...

თუ მარტო დატოვებთ სკოლას ამ ბრძოლაში, - შედეგს ვერ მიიღებთ;

თუ მშობელი დარჩება მარტო, - ვერც მაშინ გაიმარჯვებ;

თუ საზოგადოება ორივეს დაუპირისპირდება მარცხისთვისაა განწირული ერთიცა და მეორეც, - და, პირველ რიგში, თავად ეს საზოგადოება;

არ დაგვტოვოთ მარტო დამნაშავის მუხლით და ბოდიში და, ყველა სულელის საქციელზე თითი მოშვერის მზაობას ნუ გამოხატავთ, - ეს არავის მოუტანს სიკეთეს.

p.s. მასწავლებლებმა, უსიკვდილოდ, უნდა გაიარონ პიროვნული განვითარების (პროფესიული არა), ხოლო მთელმა საზოგადოებამ - მედიაწიგნიერების ტრენინგები."

წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი, მანანა ჯინჭარაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია