შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთიდან თელავში წასული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ თელავიდან 25 კილომეტრის მოშორებით, პოლიციამ გზა გადაუკეტა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2018
"ნახევარ საათზე მეტია ველოდებით და არ გვიშვებენ. არ უნდათ აქციის მონაწილეებს შევუერთდეთ. სამცხე–ჯავახეთიდან ვინც წავედით თითქმის ყველა აქ ვართ. იმედია არ დაგვიჭერენ და ჩავაღწევთ აქციამდე", – ამბობს სატელეფონო საუბარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ბარძიმაძე.თელავში აქციის მონაწილეები სამართალდამავებს დაუპირისპრდნენ. აქციის მონაწილეები ცდილობენ პოლიციის მანქანები ხელით გაწიონ და გზა ისე გააგრძელონ. მათი ნაწილი აცახადებს, რომ გზას ფეხით გააგრძელებენ.შეგახსენებთ, რომ დღეს შსს–მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კახეთისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილების გადაადგილების შეფერხება, ინაუგურაციაზე მოწვეული სტუმრების უსაფრთხოების გამო გადაწყდა.გარდა ამისა, თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. თელავის მერიამ ოპოზიციას აქციის გასამართად ქალაქის ცენტრში სხვა მოედანი შესთავაზა. ოპოზიცია კი ამ შეთავაზებას არ თანხმდება, მათი თქმით, ის ადგილი პატარაა და აქციის მონაწილეები ვერ დაეტევიან.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია