შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, “ბატონის სასახლეში“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2018
ინტერპრესსნიუსის ფოტოთელავში, “ბატონის სასახლეში“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყო.„ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი.არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ცერემონია სასახლეში საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესვლით დაიწყო, რის შემდეგაც “ბატონის სასახლეში“ შვილებთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი. პარალელურად გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან გრძელდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია