სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივლისი 2020
რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.07.2020 ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება – პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა–ნაგებობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა.5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებისთვის მოქალაქე 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო 5 ერთეული ან მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარამდე იზრდება.2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი 100–ის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება. გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, რომელთა ოდენობა 2 კგ-ს უტოლდება ან აღემატება, ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარია (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარი (ნაცვლად 1 000 ლარისა). 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1 000 ლარის ნაცვლად - 3 000 ლარით; დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო - ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6 000 ლარის ოდენობით.[skenws.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია