შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან, ისინი გურჯაანში, სოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებენ.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2018
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის შენობასთან ორი კარავი მიიტანეს, წარწერით “არა სალომეს”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, კარვების დამატება კიდევ იგეგმება და ოპოზიცია დაშლას არ აპირებს.გარდა რუსთაველის გამზირისა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იკრიბებიან გომბორის მთაზე. ცოტა ხანში ოპოზიცია განცხადების გაკეთებას გეგმავს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ისინი იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ, რომლის განხორციელებასაც დღეიდან აპირებენ.შეგახსენებთ, რომ დღეს 16 დეკემბერს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თელავში ცერემონიის პარალელურად აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცავებმა გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან გზა გადაკეტეს, რამაც აქციის მონაწილეებთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამ დროისთვის 8 პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.ექიმის ინფორმაციით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია