გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გვარამია: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას წულუკიანი მფარველობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ივლისი 2020

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით, დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს.

მისივე თქმით, ავთანდილ ბილანიშვილი რაჭის მაჟორიტარ გოჩა ენუქიძესთან, ირაკლი ხელაძესთან და მიხეილ ამაშუკელთან დაახლოებული პირია. 

„სპორტსმენი ჟვანია რაგბის სამყაროში ცნობილია, როგორც სპრინტერი. ანუ ის დარბის ძალიან სწრაფად. ჟვანია თანაბრად ხმარობს ორივე ხელს. რაც შეეხება გაგნიძეს, კვლავ ჩვენი ცნობით, ისიც არის ცაცია. მკვლელობა ხდება ამ ადამიანების მიერ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს კერძოდ ვის მიერ მაგრამ ხედავთ, რომ არ ადგენს. 

შემოაკვდებათ შაქარაშვილი და ეს პანიკაში მყოფი ადამიანები ბრუნდებიან უკან და სთხოვენ დალაგებას დაჩი ბუაძეს. დაჩი ბუაძე არის ნახალოვკელი „კაწროს“ მეგობარ-ხელქვეით-ავტორიტეტი. გაჩვენებთ კადრებს, რომელიც ასახავს ფეისბუქ-პროფაილ წაშლილი დაჩი ბუაძის ქორწილის კადრებს და იქ კაწროსაც ნახავთ.

ქორწილში გადაღებულ ფოტოზე არიან ის რაგბისტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ორი მათგანი წარმოადგენს დაჩი ბუაძის „პაძელნიკებს“ და შესაბამისად კაწროს „პაძელნიკებს“. აქ პრინციპი: ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის არ მოქმედებს. 

კაწრო“ ქართული ოცნების ამბროლაურის მაჟორიტართან გოჩა ენუქიძესთან მეგობრობს. ირაკლი ხელაძე - "კაწროს" მეზობელი და მეგობარი. 2012 წელს ისინი ერთად იყვნენ ჩართული თეა წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში, როდესაც წულუკიანი ნახალოვკაში იყრიდა კენჭს. მიხეილ ამაშუკელი არის გამგებელი, რომელიც გაგნიძესთან, ჟვანიასთან და კაწროსთან ერთად თეა წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ჩვენი ინფორმაციით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს გაგნიძეს და ჟვანიას სწორედ ის მფარველობს და აკეთებს იმას, რაშიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. ეს პირები ფორმალურად იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და ეს თეა წულუკიანის შემწეობით ხდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, ვისაც ამირხანაშვილი შეხვდა, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო.

მოგვიანებით ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მან უწყება დაახლოებით 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადაბილანიშვილის ალიბი ჰქონდა და მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-მ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს.  

ავთო ბილანიშვილის შემდეგ, შსს-ში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი შევიდა. თითქმის 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან უწყება დატოვა და განაცხადა, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც კადრებში ჩანს თავად არის, თუმცა, გურამ ამირხანაშვილს არ იცნობს. მისივე თქმით, ამირხანაშვილმადიდუბეში ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა მას დასარეკი არ ჰქონდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია