კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უცხოური მედია კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2018

უცხოური მედია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ეხმაურება და კახეთში განვითარებულ მოვლენებზე წერს.
The Washington Post -მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით “საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია საპროტესტო აქციების ფონზე”. სტატიაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის აქტივისტები და პოლიციელები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდებიან, რაც ხელისუფლებამ თელავში, ინაუგურაციის ჩატარების ადგილამდე მისასვლელი გზა დაბლოკა.
“ბლოკირებული ქალაქი” – ასე მოიხსენიებს თელავს BBC. სტატიაში აღნიშნულია, რომ ავტოკოლონა თელავისკენ დილიდან დაიძრა, თუმცა მას ქალაქში შესასვლელი ყველა გზა პოლიციის მანქანებითა და ავტობუსებით გადაკეტილი დახვდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ სინამდვილეში თელავისკენ მიმავალი არც ერთი გზა ღია გზა გახსნილი არ იყო და ხელისუფლებამ გზების გადაკეტვით, მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლება დაარღვია.
BBC ასევე წერს, რომ ინაუგურაციის ცერემონია მრავალმხრივ უპრეცედენტო იყო. მათ შორის იმითაც, რომ ცერემონიის ოფიციალური ნაწილი პირველად გაიმართა დედაქალაქს გარეთ. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლოკაცია შემთხვევით არ იყო შერჩეული და პრეზიდენტის მხრიდან მიზნად ისახავდა იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ მიუხედავად იმისა, როგორი არჩევანი გააკეთეს მოქალაქეებმა, ის ყველას პრეზიდენტია.
“იმის გამო, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს თელავში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამართვა, აქციამ თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლა”, -წერს BBC.
Deutsche Welle კი ყურადღებას ამახვილებს თელავთან გზის გადაკეტვის შედეგად, ოპოზიციის მხარდამჭერების საავტომობილო კოლონის მოცულობაზე.
Reuters კი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური შერიგების და ნატოსთან და ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების პირობა დადო ინაუგურაციაზე, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩასვლა დაბლოკეს,” – იუწყება Reuters.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია