სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2020
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს გაიმართება. პარტია "გამარჯვებული საქართველოს" პრესსამსახურში აცხადებენ,რომ, პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ჩაინიშნა.
ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე "გააცოცხლოს".
მათივე ინფორმაციით, ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია