შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოგვეცით მუშაობის უფლება! - თვითდასაქმებულების აქცია ქუთაისში

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივნისი 2020

მოგვეცით მუშაობის უფლება -ამ მოთხოვნით ფოტო-ვიდეო ოპერატორებმა და მუსიკოსებმა ქუთაისში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას და შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას მოითხოვენ.

მათი თქმით, შემოსავალი დაკარგეს, ტექნიკა განვადებით აქვთ შეძენილი, მუშაობის უფლებას კი არ აძლევენ. მათი თქმით, როგორც თვითდასაქმებულებმა კომპენსაციაც ვერ აიღეს.

"სამი თვე კარანტინში ვიყავით და ჩვენ ახლაც კარანტინში ვართ. არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას, ტექნიკა განვადებით გვაქვს და ვერ ვიხდით. შემოსავალი დავკარგეთ, კომპენსაციაც ვერ მივიღეთ. ჩვენი შემოსავლის წყარო ესა, ქორწილების და დღესასწაულების გადაღება,  მოვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვა და მოგვეცეს უფლება, ვიმუშაოთ"-განაცხადა გაგა მინდელმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია