შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარია: ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიით რომელი ნომერი ვიქნები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2020

იქნება თუ არა სიაში ყოფილი პრემიერი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი? - ამ კითხვაზე პასუხი პრემიერმა ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ გასცა და მათ დალოდება ურჩია. გახარიამ ოცნების საარჩევნო სიაში მის ყოფნაზეც ისაუბრა.

 

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიით რომელი ნომერი ვიქნები, მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია",-განაცხადა გახარიამ. 

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ოცნების მაჟორიტარების სავარაუდო სია გაავრცელა. მმართველი პარტია ოფიციალურად მაჟორიტარების სიას ორშაბათს, 20 ივლისს წარადგენს. პარტიას მაჟორიტარი კანდიდატები ოცდაათივე ოლქში ეყოლება.

გიორგი გახარიამ განცხადება გურიაში, ჯაპანა-ლანჩხუთის დასრულებული გზის გახსნაზე გააკეთა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია