გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯაპანა-ლანჩხუთის ახლადგახსნილი მაგისტრალი, შესაძლოა, დროებით დაიკეტოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივლისი 2020

ჯაპანა-ლანჩხუთის მაგისტრალი, რომელიც პრემიერ მინისტრმა გუშინ გახსნა, შესაძლოა, დროებით დაიკეტოს - ამის მიზეზი, ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიაზე, ავტობანთან დამაკავშირებელი ახალგარემონტებული გზის ის ადგილია, რომელიც გზა ძველ მაგისტრალს უერთდება. არასწორად გაკეთებული ბორდიური ხელს უშლის ბათუმისკენ მიმავალ სატვირთო ავტომობილებს. მანძილის სიმცირის გამო, მისაბმელიან ავტომობილებს, მოხვევისას, ბორდიურთან უწევთ უკანა საბურავებით შეჯახება, რის გამოც ორი ტრაილერი უკვე დაზიანდა, თითოეულის 2-3 საბურავი მწყობრიდანაა გამოსული. ასევე არის საფრთხე, რომ გზაზე საცობი შეიქმნას.

მაგისტრალის შესაძლო დაკეტვის შესახებ ინფორმაციას გურია თუდეი / guria today ავრცელებს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია