შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო წილოსანი, ენზელ მკოიანი, ირაკლი სესიაშვილი, ზაალ მიქელაძე — მთავარი არხი "ოცნების"სავარაუდო კანდიდატებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივლისი 2020

ნინო წილოსანი, ენზელ მკოიანი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზაალ მიქელაძე — მთავარი არხის ინფორმაციით, სწორედ მათ წარადგენს მმართველი გუნდი მაჟორიტარ კანდიდატებად. ქართულმა ოცნებამ კანდიდატები ოფიციალურად ხვალ, 20 ივლისს უნდა დაასახელოს.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის ორი ოლქიდან ერთის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი იქნება. მათივე ინფორმაციით, კახეთის ორი ოლქიდან, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროში მოქმედი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში ან თავდაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი იბრძოლებს ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

მცხეთა-მთიანეთის ოლქში, მთავარის ინფორმაციით, ქართული ოცნება კვლავ დიმიტრი ხუნდაძეს დააყენებს. თუმცა, ის ამას არ ადასტურებს და ვარაუდობს, რომ სიაში იქნება. ასევე, ცნობილი ხწდება, რომ ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარული კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება ბეჟან წაქაძე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აჭარის სამი ოლქიდან ერთში, ბათუმში იბრძოლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაური-ქედა-შუა ხულოში კი "ოცნებას" მოქმედი მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე.

მთავარში აცხადებენ, რომ სამეგრელოს სამი ოლქიდან ორის კანდიდატები იციან. კერძოდ, ზუგდიდში სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსნდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია.

მათივე თქმით, რაჭა-ლეჩხუმისადა ქვემო სვანთის ოლქში მმართველი გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. გურიის ოლქში კი ქართულ ოცნებას, ასევე, მოქმედი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი წარადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია