შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყირიმ - კონგოს ცხელებით იმერეთში კაცი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივლისი 2020

ყირიმ - კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ადასტურებს. გარდაცვლილი წყალტუბოს მკვიდრია, მისი ინფიცირების წყარო კი უცნობია.

"აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია. დაავადება  ჰოელომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებში გვხვდება”- ამბობს გიორგიძე. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია