გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთი თვე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივლისი 2020

საბედისწერო ღამე

კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. მისი ძებნა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მხოლოდ მეორე დღეს, გამთენიას დაიწყეს. ოჯახმა შაქარაშვილის გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დილის 11:00 საათისთვის მიმართა.

გიორგის გაუჩინარებამდე კი მოხდა შემდეგი: ნარეკვავის დასახლებაში, დაბადების დღეზე მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი მანქანებით და მეორე ნაწილი თბილისში მოდის ფეხით. მათ შორის გიორგი შაქარაშვილი, რამდენიმე მეგობართან ერთად. თბილისისკენ მომავალ გზაზე, უფრო ზუსტად, მცხეთის ხიდის მიმდებარედ,
დაპირსპირებულ მხარეებსა და მათ ნაცნობებს შორის სისხლიანი გარჩევა დაიწყო; ცივი იარაღით დაჭრეს გიორგის მეგობრები, რომლებიც იმავე ღამით, თბილისის ზღვის კლინიკაში გადაიყვანეს. სამი ახალგაზრდიდან ყველაზე მძიმე პაციენტი გიორგი ქათამაძე იყო - მას სახეზე მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

ის „ზღვის ჰოსპიტალში“ 03:43 საათზე შეიყვანეს. ექიმებმა პაციენტების ისტორია მიღებისთანავე გახსნეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაზიანებების სიმძიმის შესახებ ცნობილი იყო, მედიკოსებმა პაციენტების დაზიანებების მიზეზად ველოსიპედიდან გადმოვარდნა დაასახელეს.

ამის პარალელურად, არსად ჩანს გიორგი შაქარაშვილი.

მას 19 ივნისის დილიდან უკვე მცხეთაში ეძებდნენ. მდინარე არაგვის მიმდებარედ ის წელის ჩანთა იპოვეს, რომელიც ფეხბურთელს წვეულებაზე ეკეთა, სადაც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე იდო. სწორედ წელის ჩანთის პოვნის შემდეგ, გიორგის ძებნა, სამართალდამცველებმა, მდინარე არაგვში განაგრძეს.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი არაგვში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია