შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე - სრულიად და გაუგონრად კოშმარული"- შაქარაშვილის საქმე "მთავარ აქცენტებში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ივლისი 2020

გაყალბებული საექსპერტო დასკვნა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში - "მთავარ აქცენტებში" დღეს  ნიკა გვარამია დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ისაუბრებს. როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი "ფეისბუქზე" წერს, სტუმრებთან ერთად, შეეცდებიან 19 წლის ახალგაზრდას სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენას:

წუხანდლიდან მოყოლებული, არც მიძინია, არც მიჭამია, მგონი ხმაც არ ამომიღია. ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე(თ). ბოდიში, მაგრამ რაღაც ეტაპზე იმ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე, რომ ასეთი არც გადაცემა მინდა, არც სიმართლე და არც ბრძოლა.

ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე - სრულიად და გაუგონრად კოშმარული.

დღეს, პიეფის დასრულების შემდეგ, 22:30, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, მთავარ აქცენტებში გავარჩევთ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნას და შევეცდებით დავადგინოთ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზები. გარდაცვალების და თანხმლები საზარელი პროცესების.

გვიყურეთ! ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის!" წერს ნიკა გვარამია

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია