შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართველი ხალხი ბრძენია და მუდამ არჩევს მტერსა და მოყვარეს --გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივლისი 2020

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.  

კალაძე ამბობს, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს განვითარებული, წარმატებული და თავისუფალი, ერთიანი საქართველოს შესაქმნელად. 

იგი სიტყვის დასაწყისშვივე შეეხო 2012 წელს, როდესაც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ძალადობრივი რეჟიმი დაამრცხა და თავისუფლება მოიპოვა. 

მაშინ ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება, - განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც მუდამ უსმენს ხალხს და მის მაჯისცემას ადეკვატურად პასუხობს. მისი თქმით, ქვეყნის მომავლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არიან ახალგაზრდები. 

მისი განცხადებით, ქართველი ხალხი ბრძენია და მუდამ არჩევს მტერსა და მოყვარეს და ხალხისა და მთავრობის ერთიანობა არის ქვეყნის საბოლოო გამარჯვების გზაზე გაყვანის საწინდარი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია