შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილო შენ ხარ ჭირი და ამ ქვეყანას მიაქანებ უფსკრულში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 დეკემბერი 2018

ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა - კადრებში ჩანს, რომ საარჩევნო ურნებში ბიულეტენები ჩაყარეს. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები კომისიის წევრების ნაწილს გამორთული ეგონა, რადგან კამერის უკან არავინ იდგა, თუმცა, ის მუდმივად ჩართული იყო და ყველაფერს უწყვეტ რეჟიმში იწერდა.  

„ყველაფერზე უნდა წავიდეთ“ - ამის შესახებ ქართული ოცნების დამკვირვებელმა განაცხადა. ის უბანზე დამონტაჟებულმა კამერამ მაშინ ჩაწერა, როდესაც კომისიის გამოცდილი წევრი, ახალბედა გოგონას დახმარებით, ბოლნისის ერთ-ერთ უბანზე არჩევნებს აყალბებდა.

კურიერის მიერ მოპოვებული ვიდეომასალის ჩვენებას სოციალურ ქსელში შეფასებები მოჰყვა. 

ნიკა გვარამია: ძალიან მკაფიო პოლიტიკური პოზიცია მაქვს, რომ ქართული ოცნება ჩემს სამშობლოს ღუპავს.

ასევე, სრულიად მკაფიო პოზიცია მაქვს, რომ ხელისუფლების შეცვლამ პოლიტიკური ანგარიშსწორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს. ეს მიმაჩნია აღმატებულ სახელმწიფო ინტერესად, და არა თუნდაც დამნაშავე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მაგრამ,

ვინც არჩევნები უშუალოდ გააყალბა, ყველა ის კომისიის წევრი უბანზე, ოლქში, ცესკოში. ასევე ყალბი პირადობების დამბეჭდავები და გამომყენებლები

ვინც პოლიტიკური საქმეები შეკერა, ყველა ის პროკურორი და გამომძიებელი

ვინც პოლიტიკური განაჩენ-გადაწყვეტილებები გამოიტანა, ყველა ის მოსამართლე

ციხეში თუ არ მოხვდა და სასჯელი არ მოიხადა, ქვეყანას მომავალი არა აქვს.

ნინო ჯანგირაშვილი: ამ სიუჟეტის შემდეგ ისევ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას ვითომ არაფერი არ მომხდარა? ივანიშვილო შენ ხარ ჭირი და ამ ქვეყანას მიაქანებ უფსკრულში. ბნელი 90 იანები დაგვიბრუნა და აპირებს ასე გვაცხოვროს კიდევ ბევრი წელი. შანსს აღარ ტოვებს რომ ყველაფერი არ გააკეთო, ოღონდ ეს ჭირი მოშორდეს აქაურობას! ქოცების ჭაჭანება არ ვნახო ამ სტატუსზე თორემ ვერ გამასწრებთ აქედან.

გიორგი გუგავა: ვერასდროს შევდგებით სახელმწიფოდ და არასდროს გვექნება მომავალი, ვიდრე გვეყოლება არჩევნების გამყალბებელთა "პროფესიული" ფენა, რომლებც ამრუდებენ ქვეყნის ისტორიას და წირავენ მას დასაღუპად.

თაკო ჩარკვიანი: და ......ამ ყველაფრის შემდეგ, ( რასაც ახლა რუსთავი 2-ზე, ვიდეო-კადრებში ვხედავთ), ამ ყველაფრის შემდეგ, არჩევნების გაყალბებაში ეჭვი ვის ეპარება საინტერესოა?!- მოპარული ხმებით მოსული პრეზიდენტი- ლეგიტიმური არ არის!!!!- ამაზე დიიდი ქურდობა, ვიდრე ადამიანს-ინდივიდს- არჩევანი გაუყალბო, ხმები მოიპარო და ურცხვად , უტიფრად ამბობდე და იჩემებდე , რომ პრეზიდენტი ხარ- სამარცხვინოა- ასე, მხოლოდ რეზიდენტები იქცევიან!!!!მორჩა ამ "ქალბატონს"- ცრუ სალომე ჰქვია!!!

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია