სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘წუნდამ’ უშიკიშვილის გადაცემაში იმღერა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივლისი 2020
‘წუნდამ’ უშიკიშვილის გადაცემაში იმღერა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.07.2020 ასპინძის ფოლკლორულმა ანსამბლმა “წუნდამ“ გიორგი უშიკიშვილის გადაცემაში მონაწილეობაზე ჯერ მოუმზადებლობის მიზეზით უარი თქვა, რამდენიმე საათში კი დათანხმდა და ჩაეწერა. როგორც ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც ასპინძის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და გადაცემა „ჩვენებური ევროპის“ პროდიუსერების დაპირისპირებით მედია დაინტერესდა, გადაცემა ჩაწერეს:„მას შემდეგ რაც დაპირისპირება მოხდა და ჩვენი პრობლემის შესახებ ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიამ შეიტყო, თავად დაგვიკავშირდნენ ასპინძის კულტურის სამსახურიდან და გვითხრეს რომ ანსამბლს შეუძლია შემხვდეს და იმღეროს. მიუხედავათ ჩემი შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ მომღერლებს და ბუნებრივია მივედი ჩასაწერად“, - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.ანსამბლ წუნდას ხელმძღვანელი ბექა ზედგინიძე ადასტურებს, რომ უარის თქმიდან რამდენიმე საათში გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. კითხვაზე იყო თუ არა ეს დრო საკმარისი რომ მომზადებულიყვნენ, ამბობს, რომ საკმარისი იყო:„რეპეტიცია ჩავატარეთ და ჩავეწერეთ. ახალი ბიჭები დაგვემატნენ და რამდენიმე ადამიანი არ იყო, ვინც ვიყავით ის ჩავეწერეთ“.20 ივლისს, გადაცემა „ჩვენებური ევროპის“ გადამღები ჯგუფი გიორგი უშიკიშვილთან ერთად ასპინძაში იმყოფებოდა. მათ ხერთვისის ციხეზე ანსამბლი „წუნდა“ უნდა ჩაეწერათ, თუმცა მოულოდნელად ანსამბლმა გადაცემაში მონაწილეობაზე მოუმზადებლობის გამო უარი თქვა. ეს გადაწყვეტილება კი გადაცემის პროდიუსერს ასპინძის მერის მოადგილემ, ლევან ბერიძემ განუცხადა. უშიკიშვილი ეჭვობდა, რომ ანსამბლის წევრები თვითმმართველობამ „დააშინა“ და ამის გამო მათ უარი თქვეს. როგორც იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავდა, ბერიძე მას აგრესიული ტონით ესაუბრა. გადაცემა ასპინძის „წუნდას“ მონაწილეობით, მთავარ არხზე, 2 აგვისტოს გავა. [თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია