სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივლისი 2020
ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.07.2020 საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, პროცესი მკაცრად გაკონტროლდება და საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანენ. ამის შესახებ დღეს, 21 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.„მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია