გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვერ მოვისმინეთ საქმიანი კრიტიკა, მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფები - იონათამიშვილი ოპოზიციაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივლისი 2020

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის აზრით, ოპოზიციისგან მაჟორიტარ ტეპუტატებზე საქმიანი კრიტიკა ვერ მოისმინეს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გუნდი მომავალ არჩევნებშიც გაიმარჯვებს.

ვერ მოვისმინეთ საქმიანი კრიტიკა, იყო მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისნი შეგუებულები არიან, რომ დამარცხდებიან ამ არჩევნებში და მე დარწმუნებული ვარ და უკვე ფაქტია, რომ ჩვენ მაჟორიტარების უმრავლესობა პირველივე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, - თქვა რატი იონათამშივილმა.

ოპოზიციის შეფასებით, კი ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატი "მონური მორჩილების" პრინციპით შეარჩია და გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს. მათი თქმით, ქვეყანას მომავლის ხედვა სჭირდება, "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულზე საუბრობს.

20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია