კაფე „რვას +1-ში“, პროექტი "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა ჩატარდა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“.
შეხვედრის მიზანია ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაცია.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ალეკო ბერიძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე და სხვა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში.