შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2020
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება უკვე აღდგა. უამინდობის გამო, თუშეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად, გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და ქვიშის მასა ჩამოიშალა.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, გზები უკვე გაიწმინდა და ამ ეტაპისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. თუმცა არ გამორიცხავენ, ინტენსიური წვიმისშედეგად გზები კვლავ დაზიანდეს.  ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია