შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კანონს თუ დაარღვევენ, თავზე ხელს არავის გადავუსვამთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის უწყვეტი აქციები ქვეყანაში ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს ვერ შეცვლის. 

როგორც "2020NEWS"-ს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, თუკი ოპოზიციის აქციები გამოხატვის თავისუფლებას გასცდება, მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ. 

"ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის აგრესიული  ადამიანების ჯგუფი, რომელთა ამოცანაა ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც დამარცხებული, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პოზიციას, რომლებიც მძიმე მდომარეობაში სააკაშვილმა ჩააგდო. 

ადამიანურად გვესმის, რომ ისინი რაღაცას აპირებენ  და საკუთარ სიტყვას არ გადავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდ ნეგატივს თავისი მომხრეებისგან მიიღებდნენ და მომხრეებსაც დაკარგავენ.
თუ ეს  აქცია იქნება მშვიდობიანი ფორმებით  და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში ჩაჯდება, მათ ხელს არავინ შეუშლის, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაქციები აუცილებლად  იქნება. დიდი მოლოდინი, რომ ისინი რაიმე პოლიტიკურ პროცეს შეცვლიან - არ გვაქვს. ყველა მათი მოთხოვნა არაადეკვატურია. გრიგოლ ვაშაძის მოთხოვნით ქვეყანაში არანაირი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. 9 წლის მანძილზე მათ საზოგადოებას დიდი ზიანი მიაყენეს და  საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს. აქციებზე  რასაც იფაფხურებენ - იფაფხურებენ. მთავარია კანონი არ დაარღვიონ, თორემ თავზე ხელს ნამდვილად არავინ გადაუსვამს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
 
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა 18 დეკემბრიდან უწყვეტი აქციების დაწყება დააანონსეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია