სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივლისი 2020
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს მთავარი → სიახლე, შემთხვევა 22.07.2020 ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაჭრილი იპოვეს, მას თბილისში „ჯერარსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამბავს მთავარი არხი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გოგრიჭიანს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. იგი დაჭრილი საკუთარმა მეუღლემ ნახა.მას ამ წუთებში თბილისში, "ჯერარსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა "ჯერარსის" გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უგრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“,- აცხადებს კონსტანტინე მუმლაძე.დაჭრილი ბექა გოგრიჭიანი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს."დაახლოებით დილის ცხრა საათზე შემოვიდა პაციენტი, მას მარჯვენა საფეთქელთან გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილსში გადაიყვანეს", – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკაში.შსს-მ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 236-ე მუხლით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ტარების მუხლით დაიწყო.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია