შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით საქმეში უკრაინელი ექსპერტი გალინა კარმუშინა ჩაერთო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2020

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით საქმეში ცენტრ "ემპათიას' სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა ჩაერთო.

არასამთავრობო ორგანიზაცია გამოძიების მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს. "ემპათიაში' არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოდან საქმის მასალებიც გამოითხოვონ.

ჩვენ ჩავერთეთ ადვოკატის და ოჯახის მოთხოვნით. ჩვენი მხრიდან ჯერჯერობით ჩართულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, უკრაინელი ქალბატონი გალინა კარმუშინა. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განვიხილავთ მომდევნო სტრატეგიას ადვოკატთან და ოჯახთან ერთად და თუ საჭირო იქნება, ჩავერთვებით კომპლექსურ ექსპერტიზაში, - ამბობს "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია