გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ უნდა დარჩეს - გახარიას დავალება შსს-ს ბაჩალიაშვილის საქმეზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2020

ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ უნდა დარჩეს - პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება უმძიმესი ტრაგედიაა, ეს ოჯახის ფარგლებს ცდება და ქვეყნის ტრაგედია ხდება. მისი თქმით, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახებს. 

პრემიერი შსს-ს მოსახლეობის პროაქტიურ ინფორმირებას და სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარებას ავალებს.

არ უნდა დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს გარკვეული სპეკულირებისთვის; დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, - განაცხადა გახარიამ. 

მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში დაიწყო და სისტემური განახლება და რეფორმები შსს-ში სწორედ ამიტომ დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია