გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამბობენ, გამგებლის მოადგილემ თავისი ხელით წაშალა"- გურიაში, "გაგოშას" მოხატული სტენსილი გადაღებეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2020

"ამბობენ, გამგებლის მოადგილემ თავისი ხელით წაშალა. ასე გაუშიფრავს ცუდი გზა, რომ არის ალბათ მაგას აპროტესტებსო"-ასე გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქ გვერძე,  საქართველოში ყველაზე ცნობილი სტრიტ-არტისტი, მხატვარი, გიორგი გაგოშიშე, იგივე "გაგოშა", გურიაში, კერძოდ საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტობუსის გაჩერების კედლელზე, მის მიერ მოხატული სტენსილის გადაღებვას.

"ესეც გურიაში. ამბობენ, გამგებლის მოადგილემ თავისი ხელით წაშალა. ასე გაუშიფრავს ცუდი გზა, რომ არის ალბათ მაგას აპროტესტებსო. ეგ არის ყველაზე მაგარი სტრიტ არტში ყველა თავის ინტერპრეტაციას რომ აკეთებს და ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს თორე ისე არ შეიძლება. იმედია საჭამიასერლებს მომავალ წელს ახალი გზა ექნებათ."- წერს - გაგოშა და უკვე ფოტო-ისტორიად შემორჩენილ სურათებს აქვეყნებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია